აშშ-ის დაავადებათა კონტროლის ცენტრების დირექტორი – პირბადე კოვიდ 19-სგან დაცვის უფრო მეტ გარანტიას იძლევა, ვიდრე ვაქცინა


  • აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრების დირექტორი რობერტ რედფილდი აცხადებს, რომ პირბადემ შესაძლოა, კოვიდ 19-სგან ვაქცინაზე უკეთ დაგვიცვას.

„მინდა ვთქვა, რომ პირბადე კოვიდ 19-სგან დაცვის უფრო მეტ გარანტიას მაძლევს, ვიდრე ვაქცინაცია, რადგან იმუნოგენურობა შეიძლება 70% იყოს და თუ არ მექნება იმუნური პასუხი, ვაქცინა ვერ დამიცავს, პირბადე -კი,” – აღნიშნა რობერტ რედფილდმა.

მან მოქალაქეებს მოუწოდა, გამოიჩინონ პასუხისმგებლობა და პირბადეები გამოიყენონ.

რობერტ რედფილდის კომენტარს აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ მან არასწორი ინფორმაცია გააჟღერა. „ვფიქრობ, მან შეცდომა დაუშვა, როცა ეს თქვა. ეს უბრალოდ არასწორი ინფორმაციია,“- განაცხადა პრეზიდენტმა ტრამპმა.

წყარო


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

3 + 17 =

Akismet ანტისპამი