აქციის მონაწილე დევნილები სამმართველოში შეიკრიბნენ


დღეს, რაიონულ საავადმყოფოში  მოშიმშილე დევნილები დევნილთა სამმართველოს ხელმძღვანელს მანუჩარ ჩილაჩავას, საქართველოს ახალგაზრდთა იურისტთა ასცოციაციის ზუგდიდის ოფისის, „სამართლებრივი დაცვის ინსტიტუტის’’, „პატრიოტთა ალიანსის’’ და აფხაზეთის ლეგიტიმური მთავრობის წარმომადგენელნებს შეხვდნენ. 

შეხვედრა დევნილთა სამმართველოს ოფისში შედგა. შეხვედრაზე,  დევნილთა საკითხები ინდივიდუალურად იქნა განხილული. დევნილები ამბობენ, რომ ქულების მინიჭებისას, კომისიამ, არ გაითვალისწინა დევნილთა საცხოვრებელი შენობის მესაკუთრის წერილი, სადაც ის დევნილთა გამოსახლებას ითხოვდა. ჩილაჩავას განცხადებით: „კიდევ ერთხელ მოხდება  ქულების გადამოწმება სამინისტროში, შეიძლება წარმოდგენილ  დოკუმენტაციაში ხარვეზი დაფიქსირდა, ან სხვა რაღაც. აქედან, გამომდინარე, საბოლოო ქულები დაუდგინდებათ მოშიმშილე დევნილებს. ფაქტიურად, ათი დღის განმავლობაში ეცოდინებათ პასუხი.’’ მისი თქმით, სამხარეულის ექსპერტიზაზე  დასკვნა გაგზავნილია და პასუხი უახლოეს დროში იქნება ცნობილი”. [embedyt] http://www.youtube.com/watch?v=T1upijQtRGE[/embedyt]

აქციის ერთ-ერთი მონაწილის ტარიელ ქობალიას თქმით, დევნილები კომისიის მისვლას ელოდებოდნენ, მაგრამ მათთან არავინ მისულა. მისი თქმით, სანამ კონკრეტულ პასუხს არ მიიღებენ,  აქციას ისევ გაგრძელებენ და მოშიმშილეთა კარავი არ დაიშლება.[embedyt] http://www.youtube.com/watch?v=e0J1TRJH5oY[/embedyt]

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ზუგდიდის ოფისის ხელმძღვანლის ჯემალ ჭკადუას თქმით, საჭირო იყო ადმინისტრაციული წარმოების ჩატარება მასინ, როცა მეპატრონე,  ითხოვდა დევნილების გამოსახლებას.  [embedyt] http://www.youtube.com/watch?v=qs8KcsC1E6I[/embedyt]


ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 21 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!