აქციის მონაწილეები მოსამართლეების გადადგომასაც ითხოვენ

როგორ მედია ავრცელებს ინფორმაციას, აქციის მონაწილეები „რესპუბლიკის მოედანზე“ შეიკრიბნენ და ორთაჭალაში, შინაგან საქმეთა სამინისტროს შენობასთან ავტომობილებით დაიძრნენ.

როგორც აქციის ორგანიზატორები აცხადებენ, გახარიას გადადგომასთან ერთად, ისინი ითხოვენ იმ მოსამართლეების გათავისუფლებას, ვინც აქციის დაკავებულ მონაწილეებს პატიმრობა მიუსაჯა. “305 ადამიანი იყო დაკავებული და მათგან 5 უკვე გარეთ არის, ხოლო დანარჩენი 300 ადამიანი დღესვე უნდა გათავისუფლდეს. ისინი გადანაწილებულები არიან სხვადასხვა იზოლატორში, მათ ვერ პოულობს პატრონი, ვერ აწვდის სასმელსა და საჭმელს, ვერ ასაჩივრებს საქმეებს და ა.შ. შევიკრიბეთ საყვირებით და მანქანებით მივაკითხავთ შინაგან საქმეთა სამინისტროს, ხოლო მთავარი მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად, დღეს აქცია კვლავ გაგრძელდება 19:00 საათზე, პარლამენტთან. ეს იქნება იმავე ფორმატით, უფრო მეტი საინტერესო და არასასიამოვნო სურპრიზით მთავრობისთვის”.

მოგეწონა? - გააზიარე!:

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ჩვენი ვებგვერდი

განახლების პროცესშია …