აქცია-მარში “ქალები ტოტალური კონტროლის წინააღმდეგ”


  • 15:00 საათზე დაიწყო და ამ წუთებშიც გრძელდება ზუგდიდში აქცია-მარში “ქალები ტოტალური კონტროლის წინააღმდეგ”.

აქციის მონაწილეები, ძირითადად, ახალგაზრდები არიან-სტუდენტები და მოსწავლეები. მათი მესიჯი ცალსახაა: “გზა ევროპისკენ”, “არა რუსულ კანონს”. აქციაში მონაწილეობენ არასამთავრობო ორგანიზაციების წევრები. აქვე არიან ზუგდიდის საკრებულოს ფრაქცია “ნაციონალების” დეპუტატები და მოქალაქეები.

აქცია-მარში არის პროტესტის ფორმა, რომელიც მიმართულია კანონპროექტის “უცხოური გავლენის აგენტი” წინააღმდეგ, რომელიც პარლამენტმა გუშინ, პირველი მოსმენით მიიღო.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

4 × four =

Akismet ანტისპამი