აქცია ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატების ბიუროებთან


  • დღეს, ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატების: მერაბ ქვარაიას და ედიშერ თოლორაიას ბიუროების შესასვლელ კარებთან, “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ახალგაზრდული ორგანიზაციის წარმომადგენლებმა და მათმა მხარდამჭერებმა, სტიკერები გააკრეს და კიდევ ერთხელ მოითხოვეს შინაგან საქმეთა მინისტრის გიორგი გახარიას გადაგომა.

“მაჟორიტარი დეპუტატები ედიშერ თოლორაია და მერაბ ქვარაია, წარმოადგენენ წითელარმიელთა ჯგუფს, რომელთაც მხარი დაუჭირეს ნიკა მელიასთვის დეპუტატის მანდატის შეჩერებას. მე პირადად, დეპუტატებს მოვიაზრებ პატარ-პატარა გავრილოვიჩებს. ესენი არიან გავრილოვის მონები. ჩვენ ახალგაზრდები ვერ ვხვდებით რატომ არის გახარია დაუსჯელი. ამ დეპუტატებმა პასუხი უნდა აგონ იმ დანაშაულისთვის, რაც გააკეთეს”. -უთხრა ჟურნალისტებს აქციის ერთ-ერთმა წევრმა დარიკო არქანიამ.

“92 წითელი არმიელებიდან ორი არიან ზუგდიდელები. ისინი არიან ზუგდიდის სირცხვილი ბატონო ედიშერ თოლორაია და მერაბ ქვარაია. მათ თავიანთი თანაქალაქელის ნიკა მელიას წინააღმდეგ მისცეს ხმა და ამით დაიცვეს რუსი ოკუპანტი გავრილოვი და ამით ყველაფერია ნათქვამი. ჩვენ ახალგაზრდები ხვალ, ზეგ და მომავალში ყოველთვის, შევახსენებთ მათ ამ უსინდისო საქციელს. ისინი არიან უნამუსოები. საქართველოში და მითუმეტეს ხელისუფლებაში, არ უნდა გვყავდეს ისეთი ადმაიანები, ვინც იცავენ რუს ოკუპანტს. სისტემა აუცილებლად დაინგრევა და ქართული ოცნება თავისი გახარიებით, თვალთხარიებით აუცილებლად გადაგებიან. ისინი არ იქნებიან საქართველოში ძალიან მალე.”-განაცხადა აქციის-ერთ-ერთმა მონაწილემ მიშიკო ზალიკაშვილმა.

ზუგდიდში, შინაგან საქმეთა მინისტრის გიორგი გახარიას გადადგომის მოთხოვნით, რამდენჯერმე ჩატარდა აქცია.

 


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 14 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!