- ოკუპირებულ რეგიონში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსზე ტესტი სულ 421 ადამიანს ჩაუტარდა, აქედან ვირუსის 95 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.
ოკუპირებულ აფხაზეთში, საერთო ჯამში, კორონავირუსის 7 504 შემთხვევაა დადასტურებული. გამოჯანმრთელდა 5 545 და დაიღუპა 100 ადამიანი.