აფხაზეთში კორონავირუსის 76 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

  • ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსის 76 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ე.წ. ოპერატიული შტაბი იუწყება.

მათივე ინფორმაციით, კოვიდინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 4581-მდე გაიზარდა.

გუდაუთის საავადმყოფოში 100 კოვიდინფიცირებული მკურნალობს, მათგან 25-ის მდგომარეობა მძიმეა, საშუალო სიმძიმისაა 33 პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა.

ბოლო დღე-ღამის განმავლობაში გამოჯანმრთელდა 50 პაციენტი. შესაბამისად, გამოჯანმრთელებულთა საერთო რაოდენობა 2490 გახდა.

გარდაცვლილთა რიცხვი კვლავაც 47-ს შეადგენს.

  •  
  •  

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.