- ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსის 68 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა და ორი ადამიანი გარდაიცვალა.
მედიის ინფორმაციით, ამ დროისთვის გუდაუთის ცენტრალურ რაიონულ საავადმყოფოში 135 ადამიანი იმყოფება სტაციონარულ მკურნალობაში, მათგან 113-ს დადასტურებული აქვს COVID-19. 29 ადამიანი მძიმე მდგომარეობაშია, 36 პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა. 13 პაციენტი კლინიკიდან გაწერეს.