- ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსის 117 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.
ე.წ. ოპერატიული შტაბის ინფორმაციით, გუდაუთის საავადმყოფოში 141 კოვიდინფიცირებული მკურნალობს, მათგან 27-ის მდგომარეობა მძიმეა, 59 პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა კი საშუალო სიმძიმისაა.
საერთო ჯამში, აფხაზეთში კორონავირუსის 3 567 შემთხვევაა დადასტურებული, აქედან გამოჯანმრთლებულია 1 355 და დაღუპულია 33 ადამიანი.