- ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსის 144 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და კოვიდინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 3450-მდე გაიზარდა. ამის შესახებ ე.წ. ოპერატიული შტაბი იუწყება.
ამ დროისთვის გუდაუთის საავადმყოფოში 123 კოვიდინფიცირებული მკურნალობს, მათგან 27-ის მდგომარეობა მძიმეა, საშუალო სიმძიმისაა 59 პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა.
გამოჯანმრთელდა 5 პაციენტი. შესაბამისად, გამოჯანმრთელებულთა საერთო რაოდენობა 1294 გახდა.
გარდაცვლილთა რაოდენობა არ შეცვლილა და კვლავაც 33-ს შეადგენს.