- ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსისი 87 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.
გუდაუთის რაიონულ საავადმყოფოში კორონავირუსის დიაგნოზით 158 პაციენტი რჩება, მათგან 21 პაციენტის მდგომარეობა მძიმეა.
ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსით ინფიცირების 2257 შემთხვევაა სულ დაფიქსირებული. გამოჯანმრთელდა 829 ადამიანი, გარდაიცვალა 21.