- ოკუპირევულ აფხაზეთში კორონავირუსზე ტესტი ჩაუტარდა 248 პირს და ვირუსი 57 დაუდასტურდა.
ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, გუდაუთის რაიონულ საავადმყოფოში 127 კოვიდინფიცირებული მკურნალობს, მათგან 18 პაციენტის მდგომარეობა მძიმეა.
აფხაზეთში კორონავირუსით ინფიცირების 1 716 შემთხვევაა გამოვლენილი, გამოჯანმრთელდა 621 ადამიანი, გარდაიცვალა 13.