- ოკუპირებულ აფხაზეთში, კორონავირუსის 67 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 1525-მდე გაიზარდა. ინფორმაციას, ე.წ. კორონავირუსთან ბრძოლის ოპერატიული შტაბი ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, ვირუსს ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა და დაღუპულთა რიცხვმა, საერთო ჯამში, 12-ს მიაღწია.