- დე ფაქტო რესპუბლიკის ოპერატიული შტაბის ინფორმაციით, კორონავირუსზე კვლევა 538 ადამიანს ჩაუტარდა და გამოვლინდა ინფიცირების 305 ახალი შემთხვევა. ვირუსით გარდაიცვალა ხუთი პაციენტი.
პანდემიის გავრცელებიდან დღემდე სოხუმმა ინფიცირების 50 186 შემთხვევა აღრიცხა, გამოჯანმრთელდა 41 706 პირი, გარდაიცვალა 633 ადამიანი.