- აფხაზეთში კორონავირუსზე 673 პირი გამოიკვლიეს. მათგან ვირუსი 389-ს დაუდასტურდა. გუდაუთის საავადმყოფოში 4 პაციენტი გარდაიცვალა.
პანდემიის დაწყებიდან დღემდე აფხაზეთში კორონავირუსით ინფიცირების 49 524 შემთხვევა დადასტურდა. გამოჯანმრთელდა 40 762, ხოლო გარდაიცვალა 624 ადამიანი.