- ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსის 41 ახალი შემთხვევა დადასტურდა.
მედიის ინფორმაციით, ვირუსს კიდევ ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. 90 წლის პაციენტი გუდაუთის საავადმყოფოში გარდაიცვალა.
დე ფაქტო ხელისუფლების ინფორმაციით, ინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ 1286-ს მიაღწია, აქედან გამოჯანმრთელებულია 369 და დაღუპულია 9 ადამიანი.