- აფხაზეთში კორონავირუსზე 419 ადამიანი გამოიკვლიეს და მათგან 80 – ს კორონავირუსი დაუდასტურდა.
ადგილობრივი ოპერატიული შტაბის ინფორმაციით, გუდაუთის კლინიკაში ორი პაციენტი გარდაიცვალა, 92 წლის ქალი და 44 წლის მამაკაცი.
პანდემიის დაწყებიდან დღემდე აფხაზეთში Covid 19 სულ 38307 ადამიანს დაუდასტურდა, გამოჯანმრთელდა 31303, გარდაიცვალა- 563 პირი.