- ოპერატიული შტაბის ინფორმაციით, გასული დღე-ღამის განმავლობაში აფხაზეთში კორონავირუსზე ტესტირება 459 ადამიანს ჩაუტარდა და გამოვლინდა ინფიცირების 103 ახალი შემთხვევა. ამავე ინფორმაციით, კორონავირუსით აფხაზეთში ერთი პაციენტი გარდაიცვალა.
პანდემიის დაწყებიდან დღემდე სოხუმმა კორონავირუსით ინფიცირების 33 116 შემთხვევა დაადასტურა. გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 27 699-ს შეადგენს. ჯამში გარდაიცვალა 483 პირი.