- დე ფაქტო მთავრობის მიერ შექმნილი ოპერატიული შტაბის ინფორმაციით, გასული დღე-ღამის განმავლობაში აფხაზეთში კორონავირუსზე ტესტირება 455 ადამიანს ჩაუტარდა და გამოვლინდა ინფიცირების 126 ახალი შემთხვევა.
პანდემიის დაწყებიდან დღემდე, აფხაზეთში კორონავირუსის 32 906 შემთხვევა აღირიცხა, გარდაიცვალა – 480, გამოჯანმრთელდა 27 688 მოქალაქე.