აფხაზეთში კორონავირუსის 163 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა ერთი პაციენტი

  • ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსზე ტესტირება 541 ადამიანს ჩაუტარდა და გამოვლინდა ინფიცირების 163 ახალი შემთხვევა.

დე ფაქტო მთავრობის მიერ შექმნილი ოპერატიული შტაბის ინფორმაციით, გუდაუთის საავადმყოფოში ერთი პაციენტი გარდაიცვალა.

პანდემიის დაწყებიდან დღემდე, აფხაზეთში კორონავირუსის 30 361შემთხვევა აღირიცხა, გარდაიცვალა – 435, გამოჯანმრთელდა 25 117 მოქალაქე.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.