აფხაზეთში კორონავირუსის 109 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა ორი პაციენტი

  • გასული დღე-ღამის განმავლობაში აფხაზეთში კორონავირუსზე ტესტირება 485 ადამიანს ჩაუტარდა და გამოვლინდა ინფიცირების 109 ახალი შემთხვევა.

ოპერატიული შტაბის ინფორმაციით, ბოლო 2 დღეში დე ფაქტო რესპუბლიკის მასშტაბით კიდევ 4 ადამიანი გარდაიცვალა.

პანდემიის დაწყებიდან დღემდე სოხუმმა COVID 19-ით ინფიცირების 26 828 შემთხვევა დაადასტურა. გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 22 034-ს შეადგენს. ჯამში გარდაიცვალა 405 პირი.

  •  
  •  

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.