- ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსზე ტესტირება 617 ადამიანს ჩაუტარდა, აქედან ვირუსი 162 ადამიანს დაუდასტურდა.
ოპერატიული შტაბის ინფორმაციით, ბოლო დღე – ღამეში გუდაუთის კლინიკაში 1 პაციენტი, 69 წლის მამაკაცი გარდაიცვალა.
პანდემიის დაწყებიდან დღემდე დე ფაქტო რესპუბლიკის მასშტაბით კორონავირუსის 21 579 ადამიანს დაუდასტურდა, გარდაცვლილია – 300, გამოჯანმრთელდა 17307 მოქალაქე.