- ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსის 18 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.
მედიის ინფორმაციით, ამ დროისთვის, გუდაუთის საავადმყოფოში 62 კოვიდინფიცირებული პაციენტი მკურნალობს, რომელთაგან რვის მდგომარეობა მძიმეა, 19-ის კი, საშუალო სიმძიმის.
ოკუპირებულ აფხაზეთში კოვიდინფიცირებულთა რაოდენობა 674-მდე გაიზარდა. გამოჯანმრთელებულა რაოდენობა კვლავ 186-ს შეადგენს.
მთლიანობაში, კორონავირუსით გარდაცვლილია 6 ადამიანი.