- ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსზე ტესტი 498 ადამიანს ჩაუტარდა, აქედან ვირუსის 122 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.
პანდემიის დაწყებიდან დღემდე ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსით ინფიცირების 10 608 შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა 152 პაციენტი, 8 224 ადამიანი კი გამოჯანმრთელდა.