აფხაზეთში კორონავირუსის 42 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა


  • ოკუპირებულ აფხაზეთში ბოლო 24 საათის განმავლობაში, კორონავირუსის 42 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.

მედიის ინფორმაციით, დღე-ღამის განმავლობაში ტესტირება კორონავირუსზე 227 ადამიანს ჩაუტარდა, რომელთაგან 42-ს დაუდასტურდა.

ამ დროისთვის, გუდაუთის საავადმყოფოში კორონავირუსზე 36 პაციენტი მკურნალობს, მათგან ხუთის მდგომარეობა მძიმეა, ათი ადამიანის მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა. დღეს საავადმყოფოდან სამი ადამიანი გაეწერა, გამოჯანმრთელდა თვითიზოლაციაში მყოფი 12 პირი.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

1 + 5 =

Akismet ანტისპამი