აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლება ენგურის ე.წ. საზღვარზე კონტროლის გაძლიერებას გეგმავს


  • აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტმა ასლან ბჟანიამ უშიშროების სხდომა გამართა, სადაც მდინარე ენგურის ე.წ. საზღვრის კონტროლის გაძლიერების აუცილებლობაზე ისაუბრა.

ბჟანიას პრესცენტრის ცნობით, უშიშროების საბჭოს მუდმივ წევრებთან შეხვედრის დღის წესრიგი “უსაფრთხოებისა და თავდაცვის უზრუნველყოფის საკითხები იყო“.

მანამდე მან პარლამენტის დეპუტატებთან საუბრისას საქართველოს NATO-ში გაწევრიანების სწრაფვას “აფხაზეთის ეროვნული უსაფრთხოებისთვის საფრთხე” უწოდა.

ერთი დღით ადრე კი ბჟანიამ NATO-ს სადაზვერვო თვითმფრინავების მიერ დე ფაქტო საზღვრის დარღვევაზე ისაუბრა.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.