- მედიის ინფორმაციით, ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. “პრეზიდენტმა“, ასლან ბჟანიამ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, სერგეი ლავროვი “აფხაზეთის უმაღლესი ორდენით“ – „ახძ-აფშას“ (“ღირსება და დიდება”) I ხარისხის ორდენით დააჯილდოვა.
აფხაზეთის რესპუბლიკის დამოუკიდებლობის აღიარებასა და აფხაზეთ-რუსეთის სახელმწიფოთაშორისი ურთიერთობების განმტკიცებასა და განვითარებაში შეტანილი დიდი პირადი წვლილისთვის, სერგეი ლავროვი „ახძ-აფშას“ I ხარისხის ორდენით დაჯილდოვდეს“, – ნათქვამია ბჟანიას ე.წ. „განკარგულებაში“.