არჩილ თოდუა ეხმაურება “დემიშიზაციის” აქციას

  • ზუგდიდში, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ოფისთან მომხდარ აქციას, “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს” ზუგდიდის რეგიონალური ოფისის კოორდინატორი არჩილ თოდუა გამოეხმაურა. ის ფეისბუქზე წერს:

“ქართული ოცნების” და “ნაციონალური მოძრაობის” ოფისები ზუგდიდში, ერთმანეთის გვერდზეა, თანაც მოსწავლე-ახალგაზრობისა და ჭადრაკის სასახლეების წინ, სადაც ბავშვები სწავლობენ, სკოლის მოსწავლეები, ჩვენი ქვეყნის მომავალი თაობა.

სწრორედ ამ ორი საგანმანათლებლო დაწესებულების ფონზე ხელისუფლება დღეს კიდევ ერთხელ დგამს მრავალჯერ ნანახ სპექტაკლს – მივარდნა, გინება, ფურთხება, ბოთლების სროლა და ა.შ

სხვა ყველაფერს თავი, რომ დავანებოთ რა მაგალითს უჩვენებთ ბავშვებს? მოსწავლეებს, რომლებიც არც შევარდნაძეს მოსწრებიან, არც სააკაშვილის მმართველობა ახსოვთ და ბიძინაც ფეხებზე კიდიათ.

სირცხვილია, ძალიან დიდი #სირცხვილია!”-წერს თოდუა.

მოგეწონა? - გააზიარე!:

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.