არასამთავრობო ორგანიზაციების განცახდება


  • არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები პოლიტიკურ პარტიებს კონსტრუქციულობისკენ მოუწოდებენ.

“19 მაისს რამდენიმე საარჩევნო ოლქში რიგგარეშე/შუალედური არჩევნები უნდა ჩატარდეს. ბოლო კვირის განმავლობაში ზუგდიდის საარჩევნო ოლქში პოლიტიკური პროცესები უკიდურესად გამწვავდა. მიგვაჩნია, რომ არჩევნებში ჩართულმა ყველა მხარემ სიტუაციის უფრო მეტად გამწვავებისგან მაქსიმალურად უნდა შეიკავოს თავი. მნიშვნელოვანია, რომ ყველა კანდიდატს საშუალება ჰქონდეს, მშვიდ გარემოში აწარმოოს საარჩევნო კამპანია და ამომრჩეველს ხელი არ შეეშალოს საკუთარი ნების თავისუფლად გამოხატვაში. რამდენიმე დღის წინ “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” მერობის კანდიდატს და მის თანმხლებ პირებს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს. ამ დროისთვის პოლიციამ დააკავა ერთი პირი. სამი დღის წინ, ასევე, გავრცელდა ვიდეო ჩანაწერი, რომელშიც, სავარაუდოდ, „ქართული ოცნების” ზუგდიდის საკრებულოს წევრი გია დანელია ფიგურირებს. ჩანაწერში ისმის, როგორ საუბრობს დანელია მიღებულ ინსტრუქციაზე, რომელიც ეხება ამომრჩეველზე ზეწოლას, მოსყიდვას და გატაცებას. ჯერ-ჯერობით უცნობია, ეს ჩანაწერი როდის არის გაკეთებული.

გარდა, “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” კანდიდატზე თავდასხმისა და ვიდეოჩანაწერისა, ბოლო დღეებში სიტუაცია რამდენიმეჯერ გამწვავდა ზუგდიდის საკრებულოსა და საოლქო საარჩევნო კომისიაში, სადაც “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” მხარდამჭერებს და პოლიციას შორის შეხლა-შემოხლა მოხდა. ჩვენი ინფორმაციით, არჩევნების დღეს საარჩევნო პროცესებში ჩასართველად კანდიდატებისა და მათი მხარდამჭერი პარტიების მიერ მობილიზებულია რამდენიმე ათასი ადამიანი, რის გამოც არსებობს მხარეებს შორის ფიზიკური კონფრონტაციის მაღალი რისკი. აქედან გამომდინარე, მოვუწოდებთ ყველა პოლიტიკურ ძალას მაქსიმალურად შეიკავონ თავი აგრესიისა და დაპირისპირებისგან, რათა საარჩევნო პროცესებს გამოუსწორებელი ზიანი არ მიადგეს. ასევე, მოვუწოდებთ სამართალდამცველ და საგამოძიებო უწყებებს, პოლიტიკური მიუკერძოებლობის დაცვით, გამოიყენონ მათ ხელთ არსებული ყველა კანონიერი რესურსი საზოგადოებრივი წესრიგის უზუნველსაყოფად და შესაძლო კანონდარღვევის ფაქტების გამოსაძიებლად”.-ნათქვამია განცხადებაში.

 


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 14 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!