ანტარქტიდას ახალი, გიგანტური აისბერგი მოსწყდა


  • ჰა­ე­რის უჩ­ვე­უ­ლოდ მა­ღა­ლი ტემ­პე­რა­ტუ­რის გამო, ან­ტარ­ქტი­დას ახა­ლი, გი­გან­ტუ­რი აის­ბერ­გი მოს­წყდა. აის­ბერ­გის, სა­ხე­ლად B49-ის ფარ­თო­ბი, სა­ერ­თო ჯამ­ში, 200 კვად­რა­ტუ­ლი კი­ლო­მეტ­რი იყო, თუმ­ცა, რო­გორც მეც­ნი­ე­რე­ბი ამ­ბო­ბენ, ის ნა­წი­ლე­ბად იშ­ლე­ბა, უკვე გა­მო­ე­ყო ყი­ნუ­ლის რამ­დე­ნი­მე ნა­წი­ლი, შე­დე­გად შე­და­რე­ბით მცი­რე ზო­მის აის­ბერ­გე­ბი წარ­მო­იქ­მნა, ხოლო დარ­ჩე­ნი­ლი, ყვე­ლა­ზე დიდი აის­ბერ­გის ფარ­თო­ბი ამ ეტაპ­ზე 100 კვად­რა­ტულ კი­ლო­მეტრს შე­ად­გენს.

მისი სის­ქის ზუსტ ზო­მას მეც­ნი­ე­რე­ბი ჯერ­ჯე­რო­ბით ვერ აკონ­კრე­ტე­ბენ, თუმ­ცა ამ­ბო­ბენ, რომ რამ­დე­ნი­მე ასე­უ­ლი მეტ­რია. აის­ბერ­გი მოძ­რა­ობს და მო­სა­ლოდ­ნე­ლია, რომ მალე ოკე­ა­ნეს შე­უ­ერ­თდე­ბა. გი­გან­ტუ­რი აის­ბერ­გი ან­ტარ­ქტი­დის და­სავ­ლეთ ნა­წილს გა­სულ შა­ბათ-კვი­რას მოს­წყდა და ეს მოვ­ლე­ნა “ევ­რო­პის კოს­მო­სურ­მა სა­ა­გენ­ტომ“ სა­ტე­ლი­ტი­დან და­ა­ფიქ­სი­რა.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ მეც­ნი­ე­რებ­მა ყი­ნუ­ლის ამ ნა­წი­ლის მოძ­რა­ო­ბა ჯერ კი­დევ 2019 წლის და­სა­წყის­ში შე­ნიშ­ნეს და პრო­ცესს აკ­ვირ­დე­ბოდ­ნენ, ახლა კი, სა­ბო­ლო­ოდ გა­მო­ე­ყო გა­ყი­ნულ კონ­ტი­ნენტს.

სა­ტე­ლი­ტი­დან გა­და­ღე­ბუ­ლი ფო­ტო­ე­ბი­დან ჩანს აის­ბერ­გის ზომა, ასე­ვე მისი მოძ­რა­ო­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბა და ის ნა­წი­ლე­ბი, რომ­ლე­ბიც უკვე გა­მო­ე­ყო.

რო­გორც National Geographic წერს, მეც­ნი­ე­რე­ბი ში­შო­ბენ, რომ ეს მოვ­ლე­ნა, შე­საძ­ლოა, ერ­თგვა­რი პრე­ლუ­დია იყოს კი­დევ უფრო დიდი დე­სინ­ტეგ­რა­ცი­ის, სხვაგ­ვა­რად რომ ვთქვათ, ახა­ლი აის­ბერ­გე­ბის გა­მო­ყო­ფის, რა­საც, თა­ვის მხრივ, გა­ყი­ნულ კონ­ტი­ნენტზე კლი­მა­ტის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ცვლი­ლე­ბე­ბი იწ­ვევს.

წყარო


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

5 × four =

Akismet ანტისპამი