ზუგდიდის მოსწავლე–ახალგაზრდობის განვითარების სასახლის ნორჩ ჟურნალისტთა კლუბმა “სარკმელი”, სასახლის მცირე დარბაზში მოსწავლეებს უჩვენეს ოსკაროსანი ანიმაციური ფილმი “კოკო”. ფილმის ჩვენებამდე, “სარკმელელებმა”, მაყურებლებს, გააცნეს ფილმის შემქმნელების ბიოგრაფია,–თუ ვინ იყვნენ ფილმის სცენარის, მუსიკის ავტორები, ვინ იყვნენ ანიმატორები, მხატვრები, გამხმოვანებლები. ფილმის ჩვენების შემდეგ კი, გაიმართა მისი განხილვა.[embedyt] http://www.youtube.com/watch?v=cAK5Tk2P-Vo[/embedyt]
ახალგაზრდებს მოსწონთ ფილმის შემქმნელებზე ინფორმაციების მოძიება, შემდეგ ჩვენება ბოლოს კი,–განხილვა. ამბობენ, რომ ეს ძალიან სასამოვნო პროცესია მათთვის.[embedyt] http://www.youtube.com/watch?v=0rsuhAsTcNg[/embedyt]
ზუგდიდის მოსწავლე–ახალგაზრდობის განვითარების სასახლეში დაფუძნდა ფილმის დღე, სადაც სასახლის აღსაზრდელები, მეგობრებთან, მშობლებთან და ხშირად მასწავლებლებთან ერთად ესწრებიან ფილმის ჩვენებას და განიხილავენ მას.