წითლიძის 4 მილიონი ზუგდიდელი სოციალურად დაუცველებისათვის


ანა წითლიძე ადგილობრი მმართველობისათვის ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხების გადახედვას ითხოვს.

დღეს, საჯარო სამსახურების ხელმძღვანელებს, არასამთავრობო ორგანიზაციებს, მოქალაქეებს მიეცათ საშუალება კითხვა-პასუხის რეჟიმში მოესმინათ ქალაქის 2016 წლის ბიუჯეტის დეტალური, შემაჯამებელი განხილვა,სანამ ის ზუგდიდის მერიას გადაეცემა საბოოლოო განხილვისა და დამტკიცებისათვის. არაერთი საკითხი გახდა მსჯელობის საგანი. “ზუგდიდელები.გე”-მ ჩაწერა ქალაქის საკრებულოსა და ოპოზიციური პარტიის ერთ-ერთი წევრი ანა წითლიძე, რომ მოესმინა მისი თვალით დანახული და შეფასებული 2016 წლის ქალაქის ბიუჯეტის შეფასება.

ანა წითლიძე თვლის, რომ 18 მილიონიანი ბიუჯეტიდან 7 მილიონი იხარჯება თვითმმართველობაში დასაქმებული ადამიანების ხელფასისა და პრემიებისათვის. ის ითხოვს, რომ ამ თანხებიდან დაიზოგოს 4 მილიონი ლარი სოციალურად დაუცველი პირების დახმარებისათვის.

 

 


ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 21 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!