- მედიის ინფორმაციით, ენმ-ის დეპუტატი ანა წითლიძე და პარტიის წევრი ხათუნა შამუგია პოლიციის განყოფილებაში გადაიყვანეს.
მიზეზი სავარაუდოდ, ის ბლოკნოტია რომელიც ოპოზიციის მხარდამჭერებმა მოიპოვეს და მედიას გააცნეს.
ანა წითლიძემ ჟურნალისტებს უთხრა, რომ ქართული ოცნების დამკვირვებლის, თინათინ კაკაჩიას ბლოკნოტში პირადი ნომრებია შეტანილი.