ანა წითლიძე-არ იყო დღევანდელი გადაწყვეტილება მარტივი


  • დღევანდელი გადაწყვეტილება არ იყო მარტივი და მე შემიძლია ვთქვა, რომ ათი წლის განმავლობაში, რაც მე აქ საარჩევნო კამპანიას ვხელმძღვანელობ, ასეთი რთული გადაწყვეტილება ჩემს გუნდთან ერთად არ მიმიღია, – ასე შეაფასა “ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენელმა, პარლამენტარმა ანა წითლიძემ, ზუგდიდის საკრებულოს თავმჯდომარედ გახარიას პარტიის წარმომადგენლის გიგა ფარულავას არჩევა.

“პირველ რიგში, ვულოცავ ზუგდიდელებს. ზუგდიდელების არჩევანი ამ არჩევნებზე იყო ის, რომ ზუგდიდში უმრავლესობით ყოფილიყო წარმოდგენილი ოპოზიცია. არ იყო დღევანდელი გადაწყვეტილება მარტივი. მე შემიძლია ვთქვა, რომ ათი წლის განმავლობაში, რაც მე საარჩევნო კამპანიას ვხელმძღვანელობ ამაზე რთული გადაწყვეტილება ჩემს გუნდთან ერთად არ მიმიღია. არსად წასულა კითხვები 20 ივნისთან დაკავშირებით, ია კერზაიას საქმესთან დაკავშირებით, ანაკლიის პორტთან დაკავშირებით და ა.შ. არ იყო მარტივად მისაღები გადაწყვეტილება, მაგრამ ჩვენ ვიყავით ორი არჩევანის წინაშე – ან მუნიციპალიტეტი უნდა ყოფილიყო კრიზისში, რაც ნიშნავდა ხელახალ არჩევნებს და ეს ხელახალი არჩევნები აწყობდა მხოლოდ “ქართულ ოცნებას”. ჩვენ ვიცით, როგორ ატარებს ის არჩევნებს – დაშინებით, მოსყიდვით, შანტაჟით და ა.შ. მეორე გადაწყვეტილება უნდა ყოფილიყო, ჩვენ უნდა გადაგვედო ღირებულებითი სხვაობები და ამოვსულიყავით მუნიციპალიტეტის მთავარი ინტერესებიდან.

დღეს, უკვე საკრებულოს ჰყავს თავმჯდომარე. ეს თავმჯდომარე არის ოპოზიციიდან. მე აბსოლიტურად, მესმოდა იმ ადამიანების პროტესტი საკრებულოში და ვიზიარებ პროტეტს 20 ივნისთან დაკავშირებით. მე თვითონ ვარ 20 ივნისის მონაწილე, მაგრამ როგორი სამწუხაროც არ უნდა იყოს ამ არჩევნების შედეგებით სამი მანდატი ზუგდიდელებმა გახარიას მიანიჭეს რეალურად, რაც იმას ნიშნავს, რომ ზუგდიდელებს თავისი წარმომადგენელი გახარიას პარტიიდან უნდოდათ ყოლოდათ საკრებულოში. შესაბამისად, ჩვენი გადაწყვეტილებაც ეფუძნებოდა სწორედ ამას. წარმატებას ვუსურვებ საკრებულოს. მათი საქმიანობა ყოფილიყოს თითოეული ზუგდიდიელის კეთილდღეობაზე მორგებული”.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.