- ამ დილით, სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციასთან, “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენელმა ანა წითლიძემ და რამდენიმე პირმა, “ნახვაწა” (ღომის ქერქი) მიიტანეს და უნდოდათ მისი შეტანა შენობაში.
თუმცა სამართალდამცავებმა მათ ამის საშუალება არ მისცეს. ამ ყველაფერს მოჰყვა სიტყვიერი დაპირისპირება ანა წითლიძეს და სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო პოლიციის დეპარტამენტის უფროს გურამ ზესაშვილს შორის.
ინფორმაციისთვის, ზუგდიდში საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით საპროტესტო აქცია გაიმართა. აქციის მონაწილეებმა თვითმმართველობის არჩევნების შედეგებიც გააპროტესტეს.
ფოტო: ანა წითლიძე