- ზუგდიდის ინფექციური საავადმყოფოს პრესსამსახურის ინფორმაციით, ზუგდიდის ინფექციურ საავადმყოფოში რამდენიმე წუთის წინ, ორსული ქალი შემოიყვანეს ანაკლიის საკარანტინო ზონიდან, რომელსაც ცხელება და ხველა აღენიშნება.
ექიმების განცხადებით, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. ამჟამად, მიმდინარეობს პაციენტის კვლევა. საჭიროების შემთხვევაში პაციენტის ბიოლოგიური მასალა ლუგარის ლაბორატორიაში გადაიგზავნება. ცნობისთვის, ორსული ქალბატონი იმ სპორტსმენის კლასტერია, რომელსაც რამდენიმე დღის წინ კორონავირუსი დაუდასტურდა”,-ნათქვამია მედიისთვის გავრცელებულ ინფორმაციაში.
ამ დროისთვის, ინფექციურ საავადმყოფოში სულ ოთხი პაციენტი იმყოფება. მათ შორის არიან ორი კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტები, გალის რაიონიდან და ზუგდიდის მუნიციპალიტეტიდან.