“ანაკლიის განვითარების კონსორციუმთან” დაკავშირებით განცხადება ვრცელდება


  • საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო ანაკლიის პორტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს:

“ვინაიდან, 15 ოქტომბერს, უშედეგოდ ამოიწურა “ანაკლიის განვითარების კონსორციუმისთვის” პორტის მშენებლობის თაობაზე საინვესტიციო ხელშეკრულების მორიგი და ერთ-ერთი ბოლო ცვლილებით განსაზღვრული კონსორციუმის შუალედური ვალდებულებების შესრულების ვადა, გვსურს საზოგადოებას გავაცნოთ საქართველოს მთავრობის, როგორც საინვესტიციო ხელშეკრულების ერთ-ერთი მხარის მიერ მიღებული გადაწყვეტილება. მიუხედავად იმისა, რომ კონსორციუმმა კაპიტალის შევსების ვალდებულება ნაწილობრივ, ხოლო ბანკებთან მიღწეული შეთანხმების წარმოდგენის ვალდებულება საერთოდ ვერ შეასრულა, რაც საქართველოს მთავრობას ანიჭებს უფლებას დაუყოვნებლივ მოშალოს ხელშეკრულება, საქართველოს მთავრობა ითვალისწინებს ანაკლიის პორტის მშენებლობის პროექტის მნიშვნელობას და ამ ეტაპზე უარს ამბობს ხელშეკრულების მოშლის უფლების გამოყენებაზე. საქართველოს მთავრობა აძლევს კონსორციუმს საშუალებას ბოლომდე გამოიყენოს მის ხელთ არსებული რესურსი და ფინანსური ვალდებულებების შესრულებისთვის დაწესებულ საბოლოო ვადამდე, ანუ 2019 წლის ბოლომდე, მოიზიდოს როგორც საკუთარი კაპიტალი, ისე მიაღწიოს საერთაშორისო ბანკებიდან წერილობით შეთანხმებას პორტის მშენებლობის პროექტის დასასრულებლად”.-ნათქვამია სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 14 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!