ანაკლიის ახალგაზრდული ბანაკი გაიხსნა


  • საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა, გივი მიქანაძემ ანაკლიის ახალგაზრდული ბანაკი გახსნა.

სამინისტოს ცნობით, მინისტრმა სტუდენტებს მისასალმებელი სიტყვით მიმართა და ახალგაზრდების მხარდაჭერის კუთხით სამინისტროს მიერ გადადგმულ ნაბიჯებსა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა.

“2025 წელს ანაკლიის ახალგაზრდული ბანაკი, რომელიც სსიპ ახალგაზრდობის სააგენტოს მიერ ხორციელდება, 3000-მდე ახალგაზრდას უმასპინძლებს. თითო ნაკადზე ბანაკი მასპინძლობს 18-25 წლის 240 სტუდენტს. პირველი ნაკადის ფარგლებში ბანაკს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტები ესტუმრნენ.

ბანაკის მიზანია ახალგაზრდებისთვის აქტიურ დასვენებაზე ხელმისაწვდომობის ზრდა, ახალგაზრდების სოციალური ინტეგრაცია, ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია და სხვა. საბანაკე პროგრამა ხუთდღიანია და ბანაკის ფარგლებში ახალგაზრდებს შესაძლებლობა აქვთ, ჩაერთონ საკვანძო კომპეტენციების განვითარებისთვის მიმართულ საგანმანათლებლო, სპორტულ და შემეცნებით აქტივობებსა და შეხვედრებში. ბანაკის ფარგლებში ახალგაზრდებისთვის ასევე ტარდება ტრენინგები სხვადასხვა თემაზე.

საბანაკე პროგრამის სრულფასოვნად განხორციელებისთვის ჩატარდა მოსამზადებელი სამუშაოები – ბანაკის მონაწილეებისთვის განკუთვნილ საცხოვრებელ შენობაში სრულად განახლდა სველი წერტილები, რეაბილიტაცია ჩაუტარდა ადმინისტრაციულ შენობას, განახლდა მატერიალურ-ტექნიკური ბაზა, ბანაკი სრულად აღიჭურვა პროგრამის განხორციელებისთვის საჭირო ინვენტარით.

ბანაკის გახსნამდე 200-მდე შერჩეულ ახალგაზრდას ლიდერობის გადასამზადებელი ტრენინგი ჩაუტარდა. ისინი გაეცნენ ახალგაზრდული ბანაკების მუშაობის პრინციპსა და მრავალფეროვან პროგრამას, რომელიც შეესაბამება ბანაკის მონაწილეთა ინტერესებს. ტრენინგის შემდეგ შერჩეული საუკეთესო ლიდერები დასაქმდებიან შაორისა და ანაკლიის საზაფხულო ბანაკებში. ყოველწლიურად ახალგაზრდულ ბანაკებში 250-მდე ლიდერი დასაქმდება“, – ნათქვამია განათლების სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 27 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!