ანაკლიის აკვაპარკი გაიხსნა


ანაკლიის აკვაპარკმა სეზონი ოფიციალურად გახსნა. აკვაპარკში სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის ინიციატივით, სოციალურად დაუცველმა და წარჩინებულმა ბავშვებმა გახსნეს, მათ მთელი დღის განმვლობაში აკვაპარკში დასვენება უფასოდ შეძლეს. ანაკლიის აკვაპარკმა ბავშვებს სამეგრელო-ზემო სვანეთიდან, გურიიდან და იმერეთიდან უმასპინძლა.
ანაკლიის აკვაპარკი მთელი სეზონის განმავლობაში საქართველოში ყველაზე დაბალ ფასად მოემსახურება მომხმარებელს.
6 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის აკვაპარკში შესავლა უფასოა, სხვა მომხმარებლებისთვის კი მთელი დღის განმავლობაში გადასახდელი თანხა 15 ლარს შეადგენს.
2 კვირაში კი (30 ივლისს) ანაკლია საზღვაო სეზონს ოფიციალურად საერთაშორისო მულტიფორმატული ელექტრონული მუსიკის ფესტივალი „გემ ფესტ“ გახსნის. 9 დღიან მუსიკალურ ფესტივალზე მსოფლიოში ყველაზე მაღალრეიტინგული ელექტრონული მუსიკის 100-მდე ვარსკვლავი დაუკრავს, მათ შორის არიან ვან ბიურენი, დადფაერი, თეილ ოფ აზი, ბოკა შეიდი, ელენ ალიენი, ლუჩიანო, დევიდ ავგუსტო და სხვა.
მზადება ანაკლიაში აქტიურ ფაზაშია შესული, ზღვისპირა კურორტზე ერთდროულად კაფე-ბარები, გასართობი ცენტრები და რამდენიმე სცენა შენდება. ფესტივალზე იქნება, თანამედროვე საშხაპეებით უზრუნველყოფილი კარვების ქალაქიც. უკვე მოეწყო ზღვამდე მისასვლელი საფეხმავლო ბილიკები, მთლიანად განათლებულია ანაკლია-განმუხურის ბულვარი, მშვიდობის ხიდი, სრულად მოეწყო მიწისქვეშა კომუნიკაციები.

 


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.