ანაკლია-განმუხურის საზღვაო სეზონი დღეს გრანდიოზული ღონისძიებებით გაიხსნება


  • ანაკლია-განმუხურის საზღვაო სეზონი დღეს გრანდიოზული ღონისძიებებით გაიხსნება. დღის განმავლობაში დაგეგმილია სხვადასხვა აქტივობები.

ღონისძიებები 15:00 სთ- ზე ველომარათონით დაიწყება, რომლის გამარჯვებულებსაც ფულადი პრიზები გადაეცემათ.

ტერიტორიაზე მოეწყობა გასტრონომიის საგამოფენო სივრცე.

გახსნის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები გალა კონცერტით დასრულდება, სადაც მონაწილეობას „TAMADA“ მიიღებს.

გახსნის დღესთან დაკავშირებით განმუხურში მდებარე აკვაპარკში შესვლა მოქალაქეებისთვის მთელი დღის განმავლონაში უფასო იქნება.

ანაკლია-განმუხურის სანაპირო ზოლი სპეციალიზებული ტექნიკით ყოველდღიურად დასუფთავდება. ახალი ტექნიკა მუნიციპალიტეტს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიამ გადასცა. 

სანაპირო ზოლზე მუშაობენ შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მაშველები.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 21 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!