ანაკლიაში შტორმმა და ადიდებულმა ენგურმა პრობლემები შექმნა

  • შტორმმა და წყალდიდობის შედეგად ადიდებულმა მდინარე ენგურმა პრობლემები შექმნა ანაკლიაში ენგურის შესართავთან, მდინარემ არსებული ნაპირსამაგრი გაანგრია.

ადგილზე მობილიზებული იყო სპეციალური ტექნიკა, სამუშაოები ანაკლიაში დილიდან განახლდა. სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციის ინფორმაციით, ხდება დროებითი ნაპირსამაგრი სამუშაოების განხორციელება, რათა მდინარემ სანაპირო ზოლზე პრობლემები არ შექმნას, ამავდროულად მოხდება პრობლემის ძირეული აღმოფხვრა და კონსტრუქციული ნაპირსამაგრის მშენებლობა.

არსებულ ვითარებას ადგილზე ზუგდიდს საკრებულოს თავმჯდომარე მამუკა წოწერია და მერის მოვალეობის შემსრულებელი კონსტანტინე კაკვა გაეცნენ და განსახორციელებელი სამუშაოები ადგილზე დაგეგმეს.

  •  
  •  

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.