- “ანაკლიის განვითარების კონსორციუმი“ ამერიკულმა “კონტი ჯგუფმა” დატოვა.
როგორც სხვადასხვა მედიასაშუალება იტყობინება, „ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ გენერალური დირექტორი, ლევან ახვლედიანი ინფორმაციას ადასტურებს, მაგრამ ამ ეტაპზე მიზეზებზე საუბრისგან თავს იკავებს.
კონსორციუმში არ საუბრობენ არც იმაზე, როგორ აისახება ეს პროექტის მომავალზე. თუმცა ცნობილია, რომ საინვესტიციო შეთანხმების შესაბამისად, ინვესტორს გააჩნია ვალდებულება ნებისმიერი აქციის გასხვისება შეათანხმოს საქართველოს მთავრობასთან, რასაც ადგილი არ ჰქონია.
ცნობისთვის, ამერიკული “კონტი ჯგუფი” ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ ერთ-ერთი მსხვილი აქციონერი იყო. ექსპერტები ამბობენ, რომ „ანაკლიის განვითარების კონსორციუმიდან“ „კონტი ჯგუფის“ გასვლა თავისთავად არ ნიშნავს მხოლოდ “კონტი ჯგუფის” გასვლას, ეს სამწუხაროდ, ნიშნავს მთლიანად დასავლეთის გასვლას პროექტიდან… …სავარაუდოდ, ანაკლიის პროექტი ან დაიხურება, ან მას რუსი, ან ჩინელი ინვესტორები შეიძენენ, რაც ქართული მხარისთვის ვერ იქნება საინტერესო.”