ბელარუსის პრეზიდენტმა, ალექსანდრ ლუკაშენკომ პრემიერ-მინისტრი დანიშნა და მთავრობის შემადგენლობა დაამტკიცა.
სააგენტო „ბელტას“ ინფორმაციით, ლუკაშენკომ პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე კვლავ რომან გოლოვჩენკო დანიშნა.
ახალ მთავრობაში თანამდებობები შეინარჩუნეს შინაგან საქმეთა მინისტრმა იური კარაევმა, ჯანდაცვის მინისტრმა ვლადიმირ კარანიკმა და ინფორმაციის სამინისტროს ხელმძღვანელმა იგორ ლუცკიმ.