- ცნობილ ამერიკელ მსახიობ ალეკ ბოლდუინს ბრალს არაგანზრახ მკვლელობაში წაუყენებენ. საქმე ეხება კინოოპერატორ ჰალინა ჰაჩინსის მკვლელობას. ბოლდუინმა მას შემთხვევით, ფილმ „რასთის“ გადაღებების დროს ესროლა. ჰაჩინსი 42 წლის იყო.
ინციდენტი ერთ-ერთი სცენის გადაღების დრო მოხდა. ბოლდუინი რეპეტიციას გადიოდა და არ იცოდა, რომ რევოლვერში ნამდვილი ტყვიები იდო.
ბოლდუინის გარდა, არაგაზრახ მკვლელობაში ბრალს წაუყენებენ სარეკვიზიტო იარაღზე პასუხისმგებელ მენეჯერ ჰანა გუტიერეს-რიდს.
როგორც პროკურატურაში განაცხადეს, ბრალი არ წარედგინება კინორეჟისორ დევიდ სოუზას, რომლის ფილმის გადაღების დროსაც მოხდა ტრაგიკული ინციდენტი.
იმ შემთხვევში, თუ ალეკ ბოლდუინს და ჰანა გუტიერეს-რიდს ბრალი დაუმტკიცდებათ, მათ 18 თვემდე პატიმრობა და ხუთი ათასი დოლარის ოდენობით ჯარიმის გადახდა დაეკისრებათ.
ამასთან, თავად ბოლდუინმა განაცხადა, რომ მას რევოლვერის ჩახმახი არ გამოუკრავს.