აკვაპარკი “ანაკლია” გაიხსნა


  • 1 აგვისტოს აკვაპარკი “ანაკლია” გაიხსნა. სერვისებზე და სიახლეებზე “ზუგდიდელებთან” აკვაპარკის პროექტების განვითარების მენეჯერი ნინო თურქია საუბრობს.

ნინო თურქია: “წელს, განსახვავებულ სეზონს ვპირდებით ვიზიტორებს. ყველაზე მნიშვნელოვანი ცვლილება, რაც აკვარაპკში განხორციელდა არის აკვაპარკის ორ ცვლად მუშაობის გადაწყვეტილება. ადრე, აკვაპარკი თერთმეტიდან შვიდ საათამდე მუშაობდა. მოსახლეობის დიდი ნაწილი, განსაკუთრებით სამსახურში მყოფი ადამიანები, ვერ ახერხებდნენ აკვაპარკის სერვისებით მომსახურებას. ახლა, მათ შესაძლებლობა ეძლევათ დამღლელი დღის ბოლოს, მობრძანდნენ ჩვენთან და დაისვენონ. ასევე, დააგემოვნონ ჩვენი განახლებული სამზარეულოს არაჩვეულებრივი კერძები. გვაქვს დაგეგმილი სხვადასხვა სახის ღონისძიება. დაგეგმილია კონცერტები ცნობილი ბენდებისა და დიჯეების მონაწილეობით.

ხვალ, 6 აგვისტოს, შვიდ საათზე აკვაპარკში ნიკოლშოუს კონცერტი გაიმართება. 7 აგვისტოს შვიდ საათზე ჯგუფი GOOFYLAND-ი წარსდგება მაყურებლის წინაშე. კვირის სხვა დღეებში დიჯეი დაუკრავს. ჩვენთან შესაძლებელია დაბადების დღეების გადახდაც. მინდა მივმართო ვიზიტორებს, მობრძანდნენ ჩვენთან. მათ სასიამოვნო დღეების გატარებას ვპირდებით”.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.