- სურსათის ეროვნული სააგენტოს აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის მართვის ცენტრის სამეგრელო-ზემო სვანეთის ჯგუფმა ზუგდიდის მუნიციპალიტეტის რუხის და ჯუმის ადმინისტრაციულ ერთეულებში სოფლების შიდა და გარე პერიმეტრები გვიან ღამით თერმული ნისლით დაამუშავეს.
აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის მართვის ცენტრის ინფორმაციით, მობილიზებული იყო 12 ერთეული სპეცტექნიკა. სპეციალისტებმა აღნიშნულ ადმინისტრაციულ ერთეულებში 720 ჰა ტერიტორია დაამუშავეს.
უწყების ცნობით, წამლობითი ღონისძიებები გეგმის მიხედვით, უსაფრთხოების წესების დაცვით, ღამის საათებში მეფუტკრე-ფერმერებთან კოორდინაციით ხორციელდება.
ღონისძიებებში აქტიურად არიან ჩართული ადგილობრივი თვითმმართველობების წარმომადგენლები და სურსათის ეროვნული სააგენტოს სპეციალისტებთან ერთად, დაგეგმილი წამლობის შესახებ მოსახლეობას წინასწარ აფრთხილებენ.
