ავტოდაზღვევის პროდუქტი დისტრიბუტორებისთვის თიბისი დაზღვევაში


  • თიბისი დაზღვევა ბიზნესებს ახალ პროდუქტს, სადისტრიბუციო ავტომობილების დაზღვევას, სთავაზობს. პროდუქტი განკუთვნილია მეწარმეებისთვის და კომპანიებისთვის, რომლებიც გადაზიდავენ საქონელს საქართველოს ტერიტორიაზე.

განსხვავებით სტანდარტული ავტოდაზღვევისგან, სადისტრიბუციო ავტომობილების დაზღვევის პოლისი ანაზღაურებს როგორც მანქანისთვის, მგზავრებისა და მძღოლისთვის, ასევე მანქანაში განთავსებული საქონლისთვის მიყენებულ ზიანს.

დაზღვევა დაფარავს თქვენს ხარჯებს იმ შემთხვევაში, თუ თქვენი სადისტრიბუციო ავტომობილის ძარას დააზიანებს ავტოსაგზაო შემთხვევა, ხანძარი ან აფეთქება, ვანდალიზმი, ცხოველი ან ფრინველი, სტიქიური მოვლენა, საგნის დაცემა, ქურდობა ან ყაჩაღობა; ასევე პოლისით გათვალისწინებულია ზარალის ანაზღაურება, რომელიც გამოწვეულია მესამე პირის ქონებისა და ჯანმრთელობის, დაზღვეული ავტომობილის მძღოლისა და მგზავრების, ავტომობილში არსებული გადასაზიდი ტვირთის დაზიანებით.

დაზღვევასთან დაკავშირებით დეტალურ ინფორმაციას შეგიძლიათ თიბისი დაზღვევის საიტზე გაეცნოთ.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 21 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!