ავსტრიის მიერ საქართველოსთვის საჩუქრად გადაცემული „ასტრაზენეკას“ ვაქცინის 5 000 დოზა თბილისშია

  • ავსტრიის მიერ საქართველოსთვის საჩუქრად გადაცემული „ასტრაზენეკას“ ვაქცინის 5 000 დოზა თბილისშია. ამის შესახებ ინფორმაციას ავსტრიაში საქართველოს ელჩი ქეთევან ციხელაშვილი ავრცელებს.

“ახლახანს დაეშვა თბილისის აეროპორტში ვენა-თბილისის რეისი, რომელითაც ავსტრიის მიერ საქართველოსათვის საჩუქრად გადაცემული 5000 დოზა ასტრა ზენეკას ვაქცინა ჩავიდა! დიდი მადლობა ავსტრიის მთავრობას – ჩვენს პარტნიორებს და მეგობრებს, ამ დახმარებისა და სოლიდარობისათვის! ეს მეგობრობის მნიშვნელოვანი ჟესტია, რასაც ძალიან ვაფასებთ”- წერს ქეთევან ციხელაშვილი ფეისბუქზე.

  •  
  •  

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.