“ადვოკატირება ზრდასრულ, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საჭიროებებზე მორგებული სერვისების ამოქმედების მხარდასაჭერად”


  • დღეს, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ქალთა და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა დედათა ასოციაცია “დეამ”,  პროექტის “ადვოკატირება ზრდასრულ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საჭიროებებზე მორგებული სერვისების ამოქმედების მხარდასაჭერად” ფარგლებში გამართა სემინარი “ადვოკატირებისა და ბიუჯეტირების პროცესში ჩართულობის მექანიზმები”.

ასოციაცია “დეას” პროექტების კოორდინატორი ივეტა წითაშვილი: “პროექტის ფარგლებში, ჩვენ ვიმუშავებთ სამი მიმართულებით: უნარ–ჩვევების განვითარება ადვოკატირებისა და ბიუჯეტირების პროცესში, მედია და პიარკამპანიები და საჭიროებებზე მორგებული სერვისების ამოქმედების ინიცირება თვითმართველობაში. რასაკვირველია, ეს დაეფუძნება კვლევას, რომელსაც ამ პროექტის ფარგლებში, ჩვენ ვატარებთ და კვლევა ითვალისწინებს, სწორედ ამ საჭიროებების დადგენას და ინიცირებას თვითმართველობაში.
სემინარები ტარდება სხვადასხვა ჯგუფებისათვის. უკვე ჩატარდა სემინარი არასამთავრობო ორგანიზაციებისათვის, ზუგდიდ-ცაიშის ეპარქიის წარმომადგენლებისთვის. დღეს, ჩატარდა მედიისთვის და ახალგაზრდებისთვის. ხვალ კი, სემინარი ჩატარდება ადგილობრივი თვითმართველობის წარმომადგენლებისათვის”.

დღევანდელი შეხვედრა ჩატარდა ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის მხარდაჭერით.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 21 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!