”ჰელადოსი” მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლის სცენაზე


მოსწავლე- ახალგაზრდობის სასახლის დრამატული სტუდიის აღსაზრდელებმა, დღეს, სასახლის დარბაზში, შეასრულეს ნოდარ დუმბაძის მოთხრობის მიხედვით, დადგმული სპექტაკლი „ჰელადოსი“. ერთ საათიანმა სპექტაკლმა მაყურებლის დიდი მოწონება დაიმსახურა. დრამატული სტუდიის ხელმძღვანელმა ნონა ტოტოჩავამ აღნიშნა, რომ სპექტაკლზე სამი თვე მუშაობდნენ.

მისი თქმით, მაყურებლის დიდი მოწონება სპექტაკლის მიმართ, ავტორის პოპულარობის გამო ხდება. „ მე კმაყოფილი ვარ ნორჩი მსახიობების შესრულებით, მათ კარგად მიიტანეს სათქმელი მაყურებლამდე და გულწრფელად შეასრულეს თავიანთი როლები.“[embedyt] http://www.youtube.com/watch?v=uYRSLzzhqYo[/embedyt]

ქალბატონმა ნონა ტოტოჩავამ გვითხრა, რომ ილია ჭავჭავაძის საიუბილეო წელთან დაკავშირებით, სამომავლოდ, აპირებენ მწერლის ნაწარმოებებზე ააგონ სპექტაკლი.[embedyt] http://www.youtube.com/watch?v=-30ux56vtlg[/embedyt]


ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 14 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!